"ეს ოპოზიცია სულ მალე იჯდება საქართველოს პარლამენტში, როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება" - კვირის პალიტრა

"ეს ოპოზიცია სულ მალე იჯდება საქართველოს პარლამენტში, როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება"

ეს ოპოზიცია სულ მალე იჯდება საქართველოს პარლამენტში, როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, დღევანდელი დღე სწორედ ამის ადასტურებს.

"იმ ხალხის გასაგონად, ვინც იძახის, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში და არა ქუჩაში. ეს ოპოზიცია სულ მალე იჯდება საქართველოს პარლამენტში, როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება და ეს მოხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია – დღევანდელი დღე ამის ნათელი დასტურია",- წერს მიხეილ სააკაშვილი.