ცესკომ პარტიების დაფინანსების შესახებ ოფიციალური განკარგულება გამოსცა - რომელმა პარტიებმა მიიღეს დაფინანსება? - კვირის პალიტრა

ცესკომ პარტიების დაფინანსების შესახებ ოფიციალური განკარგულება გამოსცა - რომელმა პარტიებმა მიიღეს დაფინანსება?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ პარტიების დაფინანსების შესახებ ოფიციალურიგანკარგულება გამოსცა.

პარტიათა დაფინანსება და დაფინანსების ოდენობები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ეფუძნება.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, სახელმწიფო დაფინანსების მიმღები ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი 14 პარტია გახდა, თუმცა საბიუჯეტო თანხას მხოლოდ 12 მიიღებს, რადგან მათგან ორს - "მოქალაქეებსა" და "გირჩს“ ცესკოსთვის შესაბამისი განცხადებით არ მიუმართავს.

"ინტერპრესნიუსი"