"პარლამენტში შესვლა ყველას უნდა, უბრალოდ, თქმას ვერ ბედავენ" - კვირის პალიტრა

"პარლამენტში შესვლა ყველას უნდა, უბრალოდ, თქმას ვერ ბედავენ"

პარლამენტში შესვლა ყველას უნდა, უბრალოდ, თქმას ვერ ბედავენ. იმის ეშინიათ, რა დღეშიც ერთი კვირაა მე და ლევან იოსელიანი და ჩვენი პარტია ვართ, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ელისაშვილი განმარტავს, "ქართული ოცნება“ შეთანხმებების საფუძველზე, იმას თმობს, რაც საქართველოში, მისივე თქმით, 30 წელია სანატრელია.

"ჯვარს მაცვეს და ტყავი გაგვაძრეს მე და იოსელიანს და ჩვენ პარტიას. მინდა აგიხსნათ, რასთან გვაქვს საქმე, არანაირი ბანაკი არ მაქვს და ჩემ გარშემო არ ვაგროვებ, უბრალოდ, იდენტური პოზიციები აქვს იმას, ვისაც აქვს სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება პოლიტიკისადმი და ამ ქვეყნისადმი, არეულობა, რევოლუცია, ვისაც არ უნდა. მე პარლამენტში ვერავინ დამინახა, არც ლევან იოსელიანი და არც მე იქ არ ვყოფილვართ, ჩვენ მანდატები გვაქვს, ჩვენ იქ არ მივალთ და პარლამენტში არ შევალთ, თუ არ გაფორმდება შეთანხმება, შეთანხმება მომავალზე. იმ შეთანხმებაზე "ქართულ ოცნებას“ ვათმობინებთ ისეთ რაღაცებს, რაც 30 წელია სანატრელია საქართველოში და რაც მთავარია, თმობს. მე ვარ აგერ ცოცხალი მოწმე, ჩემ თვალწინ მიდის ეს პროცესი, მეც ვარ ერთ-ერთი, ვინც ველაპარაკები, ვაწვები "ქართულ ოცნებას“, იხევენ უკან, კომპრომისზე მიდიან.

ყველას უნდა პარლამენტში შესვლა უბრალოდ თქმას ვერ ბედავენ. იმის ეშინიათ რა დღეშიც ერთი კვირაა მე და ლევან იოსელიანი და ჩვენი პარტია ვართ. გვლანძღავენ, მოღალატეები, საზიზღრები ხართო, მაგრამ ჩვენ რომ დარწმუნებულები ვართ, სახელმწიფოებრივად სწორი პოზიცია გვაქვს და ჩვენ გვწამს, შეთანხმება უნდა გადარჩეს, შეთანხმებას ხელი უნდა მოვაწეროთ, უნდა გვეყოს პასუხისმგებლობა, გამბედაობა და ღირსება, რომ მოვაწეროთ და მერე შევიდეთ პარლამენტში. ჩემზე ამბობდნენ, იქ ვნახავთო, კიდევ ვამბობ, თუ შეთანხმება არ შედეგება, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ, არც მე, არც ლევანი.

დღეს რაც მოხდა, "პიონერთა სასახლის" ეზოში, რაც მოაწყვეს, ეს არის ზუსტად მოტყუება და ხალხის შეურაცხყოფა. რა მაგარი ხალხი იყო შეკრებილი, რას მოაწერეს ხელი - ჩვენ ვაფორმებთ მემორანდუმს, რომ ვხევთ მანდატებს და არ შევდივართ პარლამენტშიო და ვინ ამბობს ამას - უგულავა, ბოკერია, ბურჯანაძე, ოქრუაშვილი, კუკავა, რომელთაც მანდატები არ აქვთ და ხელი მოაწერეს, მანდატებს ვთმობთო. ახლა გეტყვით დანარჩენები რას აკეთებენ, თქვეს, ჩვენ მანდატებზე უარს ვამბობთ, მაგრამ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთო, ვის ატყუებენ, თან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, თან თურმე, მანდატს ხევენ, თუ მანდატს ხევ, მონაწილეობას რა აზრი აქვს, ვის ატყუებ ელჩებს?", - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"