"ამას სიცხე მერჩივნა. ეს რა საშინელებაა, ყოველ წამს აჯიკას ვსინჯავ, იქნებ ოდნავ მაინც გავუგო გემო" - რას წერს მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ამას სიცხე მერჩივნა. ეს რა საშინელებაა, ყოველ წამს აჯიკას ვსინჯავ, იქნებ ოდნავ მაინც გავუგო გემო" - რას წერს მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში?

კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვლი  თავს ცუდად გრძნობს და როგორც თავად წერს, სავარაუდოდ, კორონავირუსითაა ინფიცირებული.

"მოკლედ, 8 დღეა ვერ ვგრძნობ ვერც სუნს და ვერც გემოს. ყოველ წამს აცეტონს ვყნოსავ და უშედეგოდ! სხვა არაფერი მაწუხებს, სიცხე სტაბილურად 36:6.

ანუ კოვიდი მყავს მობრძანებული და კისერს ვერ მიგრეხს, თუ რაშია საქმე? ამას სიცხე მერჩივნა. ეს რა საშინელებაა, ყოველ წამს აჯიკას ვსინჯავ, იქნებ ოდნავ მაინც გავუგო გემო და შენც არ მომიკვდე", – წერს მაია კაჭკაჭიშვილი "ფეისუქის" პირად გვერდზე.

წყარო