დონარა კინწურაშვილი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

დონარა კინწურაშვილი გარდაიცვალა

82 წლის ასაკში საქართველოს ტელევიზიის ყოფილი დიქტორი და წამყვანი დონარა კინწურაშვილი გარდაიცვალა.

კინწურაშვილი ტელევიზიაში 1963 წლიდან 45 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში დონარა კინწურაშვილი იყო არაერთი გადაცემის წამყვანი. მათ შორის დონარა კინწურაშვილი წლების განმავლობაში იყო საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" წამყვანი.