როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში? - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 15 დეკემბრის ჩათვლით  შენარჩუნდება მზიანი ამინდები. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო და დაბლობ რაიონებში 15-20 გრადუსი, მთიან რაიონებში 7-17 გრადუსი,  ხოლო მაღალ მთაში 5-10 გრადუსი იქნება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 15 დეკემბრიდან არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

როგორც kvirispalitra.ge გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა განუცხადა,  ხვალ უნალექო, თბილი ამინდი იქნება შიდა ქართლში, კახეთსა და დედაქალაქში,  ტემპერატურა კი 6 -10 გრადუსამდე იმერყევებს.

"დღეს და ხვალ თბილისშიც შენარჩუნდება შედარებით თბილი, მზიანი ამინდი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 7-9 გრადუსი. დღეს საღომოს კი 0-დან 2 გრადუსამდე. 15 დეკემბრიდან  დედაქალაქში უნდა ველოდოთ არამდგრად ამინდს. 16 დეკემბრიდან სრულიად საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რაიონებში - თოვლი", - აცხადებს დოდო გვაზავა.