"მძიმე სენით შეპყრობილს, ისრაელიდან საქართველოში რეანობილით დავაბრუნებთ" - ზურა დოიჯაშვილის დასახმარებელი მარათონი 18 დეკემბერს გაიმართება - კვირის პალიტრა

"მძიმე სენით შეპყრობილს, ისრაელიდან საქართველოში რეანობილით დავაბრუნებთ" - ზურა დოიჯაშვილის დასახმარებელი მარათონი 18 დეკემბერს გაიმართება

"ჩემო ძვირფასებო! საქართველოს კულტურის პალატა, საქართველოს ხელოვანთა პროფესიული კავშირი უკვე რამოდენიმე კვირაა ვმუშაობთ პროექტზე, რომლის მეშვეობითაც ცნობილ ქართველ მომღერალს, ზურაბ დოიჯაშვილს დავეხმარებით და მძიმე სენით შეპყრობილს დავაბრუნებთ საქართველში ისრაელიდან საჰაერო სამედიცინო რეანობილით!

მიუხედავად მსოფლიოში და საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობისა, რომელიც გამოწვეულია პანდემიით, უამრავი გულშემატკივარი გვეხმაურება, გამოთქვამს დახმარების სურვილს! თქვენი თუნდაც მცირე დახმარება, მნიშვნელოვანია, რამეთუ შესაგროვებელია საჰაერო რეანომობილისთვის საჭირო თანხა 66 000 ათასი ლარი (20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში). საქართველოს კულტურის პალატა ამზადებს მარათონს. კავშირი გვაქვს ზურა დოიჯაშვილის მეუღლესთან, ქალბატონ ქეთისთან. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც უყვარს ზურა და მისი შემოქმედება, შეუძლია ჩაერთოს ამ საქველმოქმედო აქციაში. მარათონი გაიმართება 18 დეკემბერს, დილით, 09-15 საათიდან 10-00 საათამდე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში. მარათონში მონაწილეობას მიიღებენ ზურა დოიჯაშვილის მეგობრები, მისი კოლეგები.

ამავე დღეს, თბილისში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ გაიხსნება ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი. საქართველოს კულტურის პალატა გამოაქვეყვენებს ამ დღეებში ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის მიერ ზურაბ დოიჯაშვილისთვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება თანხის ჩარიცხვა. მოგვწერეთ საქართველოს კულტურის პალატის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე gcc0106@gmail.com დიდი მადლობა #საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გვერდში დგომისა და დახმარებისთვის! ჩვენ ყველა ერთად დავაბრუნებთ ზურას საქართველოში!" - ავრცელებს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი.