ქუთაისში საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ქუთაისში საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

ქუთაისში საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ნიკეას დასახლებაში მოხდა.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"