"კომბლებს ავიღებთ ხელში და თავში ჩაგცხებთ, მოდით და დამიჭირეთ" - კვირის პალიტრა

"კომბლებს ავიღებთ ხელში და თავში ჩაგცხებთ, მოდით და დამიჭირეთ"

ვაფრთხილებ საქართველოს პოლიციას და მათ მინისტრს, თუ ახალგაზრდებზე იძალადებთ, კომბლებს ჩაგცხებთ, - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ჯელალ ქიქავამ აჭარის მთავრობის სახლთან განაცხადა.

იგი აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პოლიცია მშვიდობიან აქციის მონაწილეებზე ძალადობს და უკანონოდ აკავებს.

"დასავლეთის მონიტორინგის უფროსი პოლიციელი თემურ ადუაშვილი არის ზონდერ მოძალადე. ჩვენ ვერჩით მოძალადეებს, აქ ერთი კვირა ახალგაზრდები იდგნენ და მათთვის პოლიციას არ უძალადია, თუმცა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დაგეშილი ძალადობისკენ მოდიან და ახალგაზრდებზე ძალადობენ. აჭარის მოსახლეობაზე ნუ ძალადობთ, ასლან აბაშიძემ თავის დროზე ვერაფერი დაგვაკლო, ვაფრთხილებთ საქართველოს პოლიციას და მათ მინისტრს, რომ თუ ახალგაზრდებზე იძალადებთ კომბლებს ავიღებთ ხელში და თავში ჩაგცხებთ, მოდით და დამიჭირეთ", - განაცხადა ჯელალ ქიქავამ.

"ინტერპრესნიუსი"