ვინ არის დეპუტატი, რომელიც აჭარაში კორონავირუსით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ვინ არის დეპუტატი, რომელიც აჭარაში კორონავირუსით გარდაიცვალა

ქობულეთის საკრებულოში სოფელ დაგვას მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" მალხაზ რომანაძე კორონავირუსით გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დეპუტატი ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.

დეპუტატს კორონავირუსი ორი კვირის წინ დაუდგინდა, იგი მკურნალობას სახლში გადიოდა. მდგომარეობის გართულების შემდეგ, კლინიკაში მოათავსეს. დეპუტატი ორი დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"