"გავ­რილო­ვი არა­ფერ შუ­ა­შია დღეს, მე დღეს არ განვი­ხი­ლავ ამ თე­მებს... მე პა­რი­ზი­დან ვუ­ყუ­რებ­დი ძა­ლი­ან დიდ ღელ­ვებს" - კვირის პალიტრა

"გავ­რილო­ვი არა­ფერ შუ­ა­შია დღეს, მე დღეს არ განვი­ხი­ლავ ამ თე­მებს... მე პა­რი­ზი­დან ვუ­ყუ­რებ­დი ძა­ლი­ან დიდ ღელ­ვებს"

"მოხდა შეტაკება, არ მოხდა? მე ვუყურებდი პარიზიდან ძალიან დიდ ღელვებს, ჯიკაობას" - ამბობს პიანისტი და მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", ელისო ბოლქვაძე "მთავარ არხთან."

"თქვენ თუ იცნობთ ისეთ დემოკრატიულ ქვეყანას, როდესაც შევარდებიან პარლამენტში... სპეციალურად მოხდა შეტაკება, არ მოხდა? მე ვუყურებდი პარიზიდან ძალიან დიდ ღელვებს, ჯიკაობას... ჯიკაობა იყო პარლამენტთან, რა, არ იყო?

ახალგაზრდობა უნდა იყოს დაინტერესებული თავისი წინსვლით, უნდა იჯდეს, იმეცადინოს და წარმატებებს მიაღწიოს... გავრილოვი არაფერ შუაში არ არის დღეს, მე დღეს არ ვიხილავ ამ თემებს.

მე ვიცი, რომ ახალგაზდები არ უნდა იდგნენ ამ დროს, ასეთი შესვლის და თავდასხმის დროს... გეუბნებით, პარიზიდან ვუყურებდი, როგორ შევარდა... აბა რატომ დადგა პოლიცია? მიმართულება არ იყო იმისთვის, რომ შევარდნილიყო პარლამენტში და აეღო? ჩემი თვალით ვნახე", - ამბობს ბოლქვაძე.