"სომ­ხე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბი რჩე­ბა და დარ­ჩე­ბა ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი" - კვირის პალიტრა

"სომ­ხე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბი რჩე­ბა და დარ­ჩე­ბა ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი"

სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები რჩება და დარჩება ხელშეუხებელი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსეთის შუამავლობით 9 ნოემბერს ხელმოწერილი ყარაბაღის ზავის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

"სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი ეჭვქვეშ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება. მაგრამ გადაუჭრელი საკითხები უნდა გადაწყდეს ცივად, მშვიდად, მუშაობის შედეგად", - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სიუნიქის მონაკვეთში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო ზოლების დადგენა მიმდინარეობს.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განმარტა, რომ 9 ნოემბრის განცხადებაში არ არის ნახსენები ზანგელანისა და კუბატლის რეგიონები, რადგან ზავის დადების დროს ამ ტერიტორიების 90% და მეტი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ იყო და მოლაპარაკებების დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ იქ სასაზღვრო ხაზების კორექტირება მოხდება. ფაშინიანის თქმით, კორექტირება მომდევნო რამდენიმე კვირაში განხორციელდება.