აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა
აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცეს.
BBC-ის ინფორმაციით, "დემოკრატმა" ბაიდენმა კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა, "რესპუბლიკელმა" დონალდ ტრამპმა კი - 232. პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საარჩევნო კოლეგიის მინიმიმ 270 წევრის თანხმობა იყო საჭირო.
კენჭისყრის შედეგები ვაშინგტონში გაიგზავნება და ხმებს 6 იანვარს კონგრესის ერთობლივ სხდომაზე ოფიციალურად დაითვლიან.
ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
"ინტერპრესნიუსი"