ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიები ოფიციალურად გაუქმდა
ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიები ოფიციალურად გაუქმდა. პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განკარგულება ცესკო-ს თავმჯდომარემ პარტიების თავმჯდომარეთა მიმართვის საფუძველზე გამოსცა.
ცესკოს აღნიშნული მოთხოვნით, "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ძალა ერთობაშიამ", "ევროპულმა საქართველომ", "ლეიბორისტულმა პარტიამ", "ლელომ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" მიმართა.