"ჩემი დედიკო ამ დილით მოკლეს, არ ქონდა კოვიდი!" - რას წერს ქუთაისში კოვიდით გარდაცვლილი 65 წლის ქალის შვილი - კვირის პალიტრა

"ჩემი დედიკო ამ დილით მოკლეს, არ ქონდა კოვიდი!" - რას წერს ქუთაისში კოვიდით გარდაცვლილი 65 წლის ქალის შვილი

ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი 65 წლის პაციენტის ოჯახი ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე საუბრობს. გარდაცვლილის შვილი ანჟელა ბაკურაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს წერს და განმარტავს, რომ მისი დედა რეფერალურ ჰოსპიტალში უყურადღებობას ემსხვერპლა.

"ჩემი სიცოცხლე, ჩემი დედიკო ამ დილით მოკლეს. არ მომკვდარა მისი სიკვდილით! აი, ასე ლამაზად წავიდა გამოკვლევაზე 27-ში და მოკლეს! ნუ წახვალთ საავადმყოფოებში თუ ძაან არ გიჭირთ! არ ქონდა კოვიდი! მკვლელებო, უფალმა მოგიზღოთ. მძულს ექიმები, უგულო ექიმები! აღარ დარჩა თითზეც ჩამოსათვლელი... პროტოკოლის მეტი არაფერი არ იცით! ორი კვირა სიპაპზე შეაერთეს, დაუგდეს სატურაცია! ჩამოშლილია ჯანდაცვა", - წერს პაციენტის შვილი.