რა იქნება ის პირველი საკითხი, რომელსაც "ქართული ოცნება" დააინიცირებს - კვირის პალიტრა

რა იქნება ის პირველი საკითხი, რომელსაც "ქართული ოცნება" დააინიცირებს

"ქართული ოცნების" წევრის კახა კუჭავას განცხადებით, ხელისუფლება 2024 წლისთვის მზად იქნება, რომ ევროკავშირის სრულ წევრობასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანოს. ამის შესახებ კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"პირველი ინიციატივაა, რეზოლუციის პროექტი, რომელსაც დავაინიცირებთ საგარეო პოლიტიკასთან იქნება დაკავშირებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველივე დღიდან, რაც ჩვენგან ინიცირებული იქნა უკავშირდება იმ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის გადამწყვეტია. საუბარია, პირველ რიგში, ოკუპირებული ტერიტორიების - ცხინვალისა და აფხაზეთის დეოკუპაციასთან, რა თქმა უნდა, იმ ძირითად პრიორიტეტებთან მიმართულებით, რაც ჩვენს ქვეყანას ექნება მომავალში გრძელვადიანად, თუმცა 4 წელიწადზეა საუბარი და რა თქმა უნდა, ესაა ჩვენი მთავარი გზავნილი, რომ 2024 წლისთვის ჩვენი ხელისუფლება მზად იქნება, რომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში სრულ წევრობასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი რეფორმაა, ბევრი ნაბიჯი გადასადგმელი და მნიშვნელოვანია, რომ თავი გავართვათ არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელ დონეზეც. ამიტომ მნიშვნელოვანია, პირველივე საკითხი, რომელსაც დავაინიცირებთ. რა თქმა უნდა, დღის წესრიგში ახალი, უფრო ამბიციური სამოქმედო გეგმა ჩნდება", - განაცხადა კუჭავამ.

"ინტერპრესნიუსი"