"სანადირო თოფით კაცი მოკლეს" - რა მოხდა ქობულეთში? - კვირის პალიტრა

"სანადირო თოფით კაცი მოკლეს" - რა მოხდა ქობულეთში?

ქობულეთში, სანადირო თოფით შუახნის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, კლინიკაში აცხადებენ, რომ მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

"მამაკაცი კლინიკაში რომ მოიყვანეს უკვე გარდაცვლილი იყო, მაშინვე ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს, დაახლოებით 45 წლამდე მამაკაცი გახლდათ",- აცხადებენ ქობულეთის კლინიკაში.

შემთხვევა ქობულეთში შესასვლელში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108 -ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"