"ვერ გავ­ქა­ჩე ფი­ნი­შამ­დე, მეც გა­მა­წით­ლეს" - რას აცხადებს კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი? - კვირის პალიტრა

"ვერ გავ­ქა­ჩე ფი­ნი­შამ­დე, მეც გა­მა­წით­ლეს" - რას აცხადებს კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი?

"ვერ გავქაჩე ფინიშამდე, მეც გამაწითლეს" - ამ შინაარსით სტატუსი ცნობილმა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ბატონი ალექსანდრე წლებია რაც ინფექციურ საავამდყოფოში მუშაობს და სწორედ ის გახლდათ თენგიზ ცერცვაძის პირადი ექიმი, როდესაც ცერცვაძე კორონავირუსით გახლდათ ინფიცირებული.

ახლა თავად, სახლის პირობებში უწევს ვირუსთან ბრძოლა. ამბობს, რომ თუ მისი მდგომარეოაბა არ დამძიმდა, საავადმყოფოში საწოლის დაკავებას არ აპირებს.

AMBEBI.GE ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა:

- ამ ეტაპზე არამიშავს, სიცხე არ მაქვს, მშრალი ხველა მაქვს და ზოგადი სისუსტე. გეგმიური შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი მქონდა, მანამდე სიმპტომებიც არ მქონია. არ ვიცი, როდის დავინფიცირდი ან სად, იმდენად ხშირი შეხება მაქვს პაციენტებთან, აქამდე რომ არ დავინფიცირდი მიკვირს.

- ვირუსი მეუღლეს ხომ არ გადაედო?

- ამ ეტაპზე არა, სახლში ვარ, იზოლაციაში. რასაც სხვებს ვურჩევდი, მეც იგივეს ვაკეთებ. ვსვამ სითხეებს, ვიღებ ლიმნიან წყალს და ვცდილობ ფიზიკურად ვიყო აქტიური. ასევე ვიკონტროლებ სიცხეს. იხილეთ სრულად