ვის გადაეცემა საცხოვრებლები 1 ლარად? - კახი კალაძემ მიმდინარე პროექტზე ისაუბრა - კვირის პალიტრა

ვის გადაეცემა საცხოვრებლები 1 ლარად? - კახი კალაძემ მიმდინარე პროექტზე ისაუბრა

კახი კალაძის ინფორმაციით, დღეს, 16 დეკემბერს, 32 ოჯახს თბილისის სხვადასხვა რაიონში სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად საცხოვრებლები გადაეცემა. "ის, რაზეც სოზარ სუბარმა ისაუბრა და ზოგმა არასწორი ინტერპრეტაცია მისცა, ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, ჩვენ ამას ვასრულებთ და რა თქმა უნდა, მომავალშიც მივყვებით ბოლომდე. ეს არის იმ სახლების დაკანონება, სადაც ადამიანები ათეულობით წლებია ცხოვრობენ ოჯახებით, მაგრამ დაკანონებას ვერ ახორციელებენ. სახელმწიფო მიწის მიტაცებას კი ეს არ ეხება, ეს ორი განსხვავებული "ქეისია", - აღნიშნა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო:

www.palitravideo.ge