" მოლაპარაკებების კარი "ქართულმა ოცნებამ" ჩაკეტა" - კვირის პალიტრა

" მოლაპარაკებების კარი "ქართულმა ოცნებამ" ჩაკეტა"

ვერ დააზიანებს ვერანაირ პროცესს მილონ 200 000 ხმის დაცვა, ჩვენ ამ ადამიანების ხმის ერთგული ვრჩებით, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ დააზიანებს მოლაპარაკების პროცესს მანდატების დათმობა.

მისი თქმით, ხელისუფლება უნდა წავიდეს კომპრომისზე და რიგგარეშე არჩევნებზე დათანხმდეს, რადგან მასზეა ტვირთი, რომ მილიონ ორასიათასი ადამიანის ნება გაითვალისწინოს.

მისივე თქმით, მოლაპარაკების კარი ხელისუფლებამ ჩაკეტა, ხოლო თუ რატომ არ დაინიშნა მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, ამაზე პასუხი ირაკლი კობახიძემ უნდა გასცეს.

"ქართული ოცნების" იმედგაცრუებაზე ვერ ვიდარდებთ, არ გვაინტერესებს, ის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან მთელ ოპოზიციას ზურგს უმაგრებს მილიონ 200 000 -ზე მეტი ამომრჩევლის ხმა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე "ქართულ ოცნებას" აქვს. ამიტომ ის არის უმცირესობის ხმებით ძალაუფლებაში მოსული, კანონმდებლობის დარღვევით, არჩევნების გაყალბებით მოსული ხელისუფლება, ამიტომ როცა სიმართლე არის ოპოზიციის მხარეს, ოპიზიცია მყარად და მტკიცედ დაიცავს ამომრჩევლის ხმებს და საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებს. ამდენად "ქართულ ოცნებას" მოუწევს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. "ქართულმა ოცნებამ" მოლაპარაკებების ყველა გზა გადაკეტა, გადავიდა თავდასხმებზე, თაროზე შემოდებული სისხლის სამართლის საქმეები გააცოცხლა, ფორმალურად ვითომ ნაბიჯი გადადგა და გამოუშვა სინდისის პატიმრები მხოლოდ ხუსკივაძე და კობალაძე, მაგრამ სხვა პატიმრები ისევ მძევლად ჰყავს დატოვებული. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებების კარი სწორედ ქართულმა ოცნებამ" ჩაკეტა. ოპოზიციამ კი არა ხელისუფლებამ ჩაკეტა ეს კარი - ჰკითხეთ კობახიძეს რატომ არ დანიშნა მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი? თუ დაინიშნება შეხვედრა ოპოზიციური პარტიები მივლენ,"- განაცხადა კორძაიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართა. ცესკო-ს მონაცემებით, მათ მეათე მოწვევის პარლამენტში 36 მანდატი აქვთ.

"ინტერპრესნიუსი"