"სჯობს გვი­ან ვიდ­რე არას­დროს!" - პაატა ბურჭულაძე კახა კალაძეს მიმართავს - კვირის პალიტრა

"სჯობს გვი­ან ვიდ­რე არას­დროს!" - პაატა ბურჭულაძე კახა კალაძეს მიმართავს

ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი, ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავს და აფრიკის დასახლებაში, შენობების დემონტაჟის დროს, ფოტოგრაფის მიერ გადაღებული მამა-შვილისთვის საცხოვრებელი ბინის ჩუქების გამო გულწრფელ მადლობას უხდის.

"დღევანდელი საქციელისთვის კი გულწრფელი მადლობა!" - წერს პაატა ბურჭულაძე და აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" თანდათან გონს მოდის.

"როგორ მესიამოვნა!

ქალაქის მერმა ამ ოჯახს ბინა აჩუქა! თანდათან მოდის "ოცნება" გონს და მართალია მხოლოდ სურათზე, მაგრამ მაინც კარგია, რომ დაინახა თუ როგორ ცხოვრობს ხალხი. მან გუშინ ორი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა:

რომ თურმე ხელოვნება საჭირო ყოფილა და რომ მრავალშვილიანი ოჯახები თურმე საჭიროებენ დაუყოვნებლივ დახმარებას.

პატივცემულო მერო, ეხლა მიხვდით რა ბედნიერება ყოფილა უანგარო სიკეთის გაკეთება, რომელიც თქვენი უფროსისთვის სიამოვნების მისანიჭებლად ოთხი წელია შეუჩერეთ ქართველ ხალხის უდიდეს ნაწილს და ფონდ "იავნანას".

არაუშავს!

სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!

დღევანდელი საქციელისთვის კი გულწრფელი მადლობა!" - წერს პაატა ბურჭულაძე.

იხილეთ ასევე: "სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი" - რა ფოტოებს აქვეყნებს კალაძე ოჯახზე, რომელსაც ბინა აჩუქა