ვინ განიხილება თეა წულუკიანის შემცვლელად იუსტიციის მინისტრის პოსტზე? - კვირის პალიტრა

ვინ განიხილება თეა წულუკიანის შემცვლელად იუსტიციის მინისტრის პოსტზე?

მას შემდეგ, რაც მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე საპარლამენტო თანამდებობები გადანაწილდა, ახლა საზოგადოების ინტერესი აღმასრულებელი ორგანოს დაკომპლექტებისკენაა მიმართული. ვიდრე მინისტრთა კაბინეტი გადახალისდება, მანამდე კულუარებიდან ცნობილი ხდება, რომ ამ მხრივ დიდი ცვლილებები არ იგეგმება და ის თითქმის უცვლელი დარჩება 1-2 გამონაკლისის გარდა. მოგეხსენებათ, "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურად ისევ გიორგი გახარია წარუდგინა.

მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრობიდან პარლამენტში გადაინაცვლა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, ყველაზე დიდი ყურადღება ამ ეტაპზე სწორედ მისი სამინისტროსკენაა მიმართული.

როგორც ambebi.ge-მ სანდო წყაროსგან გაარკვია, თეა წულუკიანის სავარაუდო შემცვლელად მისი მოადგილე და ამჟამად მინისტრიის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ლორთქიფანიძე განხილება, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2013 წლიდან მუშაობს.