"ქართული ოცნება“ თანდათან დაემსგავსა ჯაყოს, ადამიანს, რომელიც მოჯამაგირედ დაიქირავეს და ძალადობით წამოაჯდა თავის დამქირავებელს" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება“ თანდათან დაემსგავსა ჯაყოს, ადამიანს, რომელიც მოჯამაგირედ დაიქირავეს და ძალადობით წამოაჯდა თავის დამქირავებელს"

"ქართული ოცნება“ თანდათან დაემსგავსა ჯაყოს, ადამიანს, რომელიც მოჯამაგირედ დაიქირავეს და ძალადობით წამოაჯდა თავის დამქირავებელს. ეს პარლამენტიც ამის გამოხატულებაა, მაგრამ ჯაყოობა დასრულდება ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ "ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, "ლელო“ აგრძელებს ბრძოლას ახალი, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით.

"ის, რა დაპირებაც ჩვენს ამომრჩეველს მივეცით, ვუერთგულეთ. ჩვენ ვთქვით, რომ გაყალბებული, ჭუჭყიანი არჩევნების შედეგად ქართველი ხალხის ნება 31 ოქტომბრის არჩევნებმა არ და ვერ ასახა. ამიტომ მანდატების განაწილება ვერ ასახავს ქართველი ხალხის სურვილს და შესაბამისად, ამ არჩევნებმა თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა, ამიტომ ჩვენ ახალი, სუფთა და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას. ვართ ბოიკოტის რეჟიმში. უარს ვამბობთ მანდატებზე და ვაგრძელებთ ბრძოლას იმიტომ, რომ ეს არის სამართლიანი და სწორი ბრძოლა, რომელმაც უნდა დაასრულოს ამ ქვეყანაში ტყუილზე, თვალთმაქციანობაზე, კანონდარღვევაზე დაფუძნებული რეალობა და უნდა გადავიდეთ სრულიად ახალ რეალობაში. ამ აქტით ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ პოლიტიკაში მოვედით არა იმიტომ, რომ თანამდებობები ან ოფიციალური სტატუსები გვჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ბრძოლისთვის, ეს მეათეხარისხოვანია, მთავარია, რომ ვდგევართ იქ, სადაც სჭირდება ამ ქვეყანას.

ყველაზე უფრო ნათელი ვიზუალიზაცია იმისა, რომ ამ ქვეყანაში პარლამენტი, ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუცია მიტაცებულია, არის ეს რკინის ჯებირი, რომელიც თვეებია აქ არის. სამარცხვინოა, რომ ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს დღეს იცავს რკინის ჯებირი და პოლიცია, რომელიც დღეს მიტაცებული და ჯიბეში ჩადებულია“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, "ლელოს“ სურს, რომ მოლაპარაკებების ფორმატს მაქსიმალური შესაძლებლობა მისცეს.

"ამით ჩვენ შანსს ვაძლევთ ამ ქვეყანას და ბოლომდე, სანამ დარჩება თუნდაც მცირე შანსი, რომ კეთილგონივრული გადაწყვეტილებით მოვიდნენ, რათა განიმუხტოს ეს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ამუხრუჭებს ამ პოლიტიკურ ვითარებას, ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა და დასძინა, რომ მანდატების დატოვების ფონზეც კი მას "ლელოს“ მომავალი ძალიან ნათლად აქვს წარმოდგენილი.

"ქართული ოცნება“ თანდათან დაემსგავსა ჯაყოს, ადამიანს, რომელიც მოჯამაგირედ დაიქირავეს და ძალადობით წამოაჯდა თავის დამქირავებელს. ეს პარლამენტიც ამის გამოხატულებაა, მაგრამ ჯაყოობა დასრულდება ქართულ პოლიტიკაში იმიტომ, რომ უზენაესი ნება ხალხის უნდა აღსრულდეს და ძალაუფლება ხალხს უნდა დაუბრუნდეს. პარლამენტი და პარლამენტარები უნდა იყვნენ დაქირავებული მოსამსახურეები“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"