"პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდებოდა, საქართველოშია" - კვირის პალიტრა

"პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდებოდა, საქართველოშია"

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრეპარატი "რემდესივირი" უკვე საქართველოშია. როგორც ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, "რემდესივირი" კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალო პროცესში ორშაბათიდან ჩაერთვება.

"გუშინ ჩამოფრინდა პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდებოდა. დღეს საქართველოში არის "რემდესივირი", რომელიც თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით კლინიკურ ჯგუფთან ერთად იქნება გადანაწილებული იმ პაციენტებზე, რომლებზეც ჩაითვლება, რომ პრეპარატის გამოყენება ეფექტიანი და უსაფრთხო იქნება, მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით",- განაცხადა ტიკარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"