"მუხლები ხელოვნურადაა დაჩეხილი ისე, რომ ამნისტია ბიძინა ივანიშვილისათვის არასასურველ ადამიანებს არ შეეხოს" - კვირის პალიტრა

"მუხლები ხელოვნურადაა დაჩეხილი ისე, რომ ამნისტია ბიძინა ივანიშვილისათვის არასასურველ ადამიანებს არ შეეხოს"

ეს უფრო "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ვალდებულებების გასტუმრებაა და არა არსი, რასაც ამნისტია გულისხმობს - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილი პარლამენტში "ამნისტიის შესახებ" კანონის პროექტის ინიცირების შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ტერმინი საყოველთაო ამნისტია გამოიყენა, თუმცა სინამდვილეში ესაა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ვალდებულებების გასტუმრება".

ნადირაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტში ხელოვნურადაა დაჩეხილი მუხლები, რათა ამნისტია ბიძინა ივანიშვილისათვის არც ერთ არასასურველ ადამიანს და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს არ შეეხოს.

"მართალია, "ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა ტერმინი საყოველთაო ამნისტია, მაგრამ როდესაც უფრო ღრმად ჩაიხედავ ამ საკითხში, ცხადი ხდება, რომ ეს უფრო "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ვალდებულებების გასტუმრებაა და არა არსი, რასაც ამნისტია გულისხმობს.

მუხლები ხელოვნურადაა დაჩეხილი ისე, რომ არცერთი არასასურველი ადამიანი, არც ერთი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, რომლებიც ახლა ციხეებშია გამოკეტილი, როგორც მძევლები და პირადი პატიმრები, არ მოხვდნენ ამ გათავისუფლების ფარგლებში და არ შეუქმნან პრობლემები ბიძინა ივანიშვილს." - განაცხადა ნადირაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"