ზურაბ ჯაფარიძე დეპუტატის მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტში მივიდა - კვირის პალიტრა

ზურაბ ჯაფარიძე დეპუტატის მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტში მივიდა

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში მივიდა.

"ამ ბოიკოტის რეჟიმს პროცედურულად აღსრულება სჭირდება, პირადად მე, ვაპირებ ახლა აღვასრულო",-აცხადებს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტს გუშინ მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"