"ამაზრზენია, სასიკვდილოდ გაიმეტო 24 წლის ბიჭი, რომელმაც ნიღბის გაკეთება მოთხოვა" - კვირის პალიტრა

"ამაზრზენია, სასიკვდილოდ გაიმეტო 24 წლის ბიჭი, რომელმაც ნიღბის გაკეთება მოთხოვა"

"ვივამედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე-კუზანოვა კლინიკაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" წერს:

"როგორც ადამიანი, მე გავიგებდი აფექტურ მდგომარეობას, როდესაც ახლობელი გიკვდება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ იყო, გარდაცვლილი პაციენტი ზუსტად ჩვენ კლინიკაში ბევრჯერ გადავარჩინეთ სიკვდილს, როდესაც თვითდაზიანებებს იყენებდა და, როდესაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო საპატიმროდან გათავისუფლდა, თავისუფლებაში ყოფნისასაც ისევ ჩვენს კლინიკას მომართეს, რადგან ბევრჯერ ნახეს ჩვენი ექიმების თავდადება.

თუმცა გუშინ მისი გადარჩენა უკვე ვეღარ მოხერხდა, და მათ თავად მოაწერეს ხელი, რომ ჩვენს მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდათ. დღეს რაც ჩაიდინეს, ეს იყო უკიდურესად ამაზრზენი, გაიმეტო სასიკვდილოდ 24 წლის ბიჭი, რომელმაც ნიღბის გაკეთება მოთხოვა" - წერს ნინო ნადირაძე-კუზანოვა.

წყარო