გადაიწევს თუ არა "კომენდანტის საათი" ღამის 11:00 ან 12:00 საათამდე? - რას აცხადებს დედაქალაქის მერი? - კვირის პალიტრა

გადაიწევს თუ არა "კომენდანტის საათი" ღამის 11:00 ან 12:00 საათამდე? - რას აცხადებს დედაქალაქის მერი?

თბილისის მერის განცხადებით, საახალწლო განათებები დღეს მთელი ღამის განმავლობაში იქნება, ხოლო ხვალიდან უკვე, როდესაც "კომენდანტის საათი"დაიწყება, ნაძვის ხის გარდა, ჩამქრალი იქნება.

"რაც შეეხება "კომენდანტის საათს“, რომ 21:00 საათზე ქალაქში გადაადგილება იზღუდება, 24 დეკემბრამდე არაერთი შეხვედრა იქნება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ "საკომენდანტო საათი"გადაიწიოს მაგალითად, 11:00 ან 12:00 საათამდე. განათებები დღეს მთელი ღამის განმავლობაში იქნება, ხოლო ხვალიდან უკვე, როდესაც "კომენდანტის საათი"დაიწყება, ნაძვის ხის გარდა, ჩამქრალი იქნება", - განაცხადა კალაძემ.