რუსთავში კორონავირუსით 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა - რას ამბობენ კლინიკაში? - კვირის პალიტრა

რუსთავში კორონავირუსით 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა - რას ამბობენ კლინიკაში?

რუსთავში, კორონავირუსით 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკა "რუსთავში" 10 დეკემბერს იქნა მოთავსებული, მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა და გუშინ გარდაიცვალა.

როგორც კლინიკა "რუსთავში" აცხადებენ, პაციენტი მათთან შეყვანისას უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას სრულად ჰქონდა დაზიანებული ფილტვი და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

Ambebi.ge