"66 წლის ქალი 15 ნოემბერს გარდაიცვალა და ოჯახის წევრებს ცხედარი დღემდე ბინაში ჰყავდათ" - რა ინფორმაცია ვრცელდება ერთ-ერთი კორპუსის ბინაში ნაპოვნ ცხედარზე?
გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში სამართალდამცავებმა ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, 66 წლის ქალი 15 ნოემბერს გარდაიცვალა და ოჯახის წევრებს ცხედარი დღემდე ბინაში ჰყავდათ.
როგორც "ინტერპრესნიუსს"შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"