იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს - კვირის პალიტრა

იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატადაა წარდგენილი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

"დღეს ასამბლეამ ჯოანა კორნერი (გაერთიანებული სამეფო) და გოჩა ლორთქიფანიძე (საქართველო) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებად აირჩია. არჩევნებს ორშაბათს განვაახლებთ,"- აღნიშნულია სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გოჩა ლორთქიფანიძე 2013 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილეა, ბოლო პერიოდში კი იუსტიციის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.

"ინტერპრესნიუსი"