"უფალმა ინებოს, რომ დავძლიოთ ეს მძიმე განსაცდელი, რომელიც გვაქვს პანდემიის სახით მთელ ერს და მსოფლიოს" - კვირის პალიტრა

"უფალმა ინებოს, რომ დავძლიოთ ეს მძიმე განსაცდელი, რომელიც გვაქვს პანდემიის სახით მთელ ერს და მსოფლიოს"

"უფალმა ინებოს, რომ დავძლიოთ ეს მძიმე განსაცდელი, რომელიც გვაქვს პანდემიის სახით მთელ ერს და მსოფლიოს", -ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიო აცხადებს, უნდა ვიფიქროთ, თუ რა არის განსაცდელის გამომწვევი მიზეზები.

"უფალმა ინებოს, რომ დავძლიოთ ეს მძიმე განსაცდელი, რომელიც გვაქვს პანდემიის სახით მთელ ერს და მსოფლიოს. წმიდნა ნიკოლოზი, როგორ სწრაფშემწე შეგვეწიოს. არამარტო ეს სენი, არამედ ეს გამომწვევი მიზეზებიც დავძლიოთ, ჩვენ ხომ უნდა ვიფიქროთ, რა არის მიზეზი ამა თუ იმ განსაცდელის, რომ ხშირად ეს არის ჩვენი არასწორი ცხოვრება, ჩვენი ცოდვები, დაშორება ღმერთთან. განსაცდელის მეშვეობით უფალი გვასწავლის, როგორც თავის შვილებს მამა ასწავლის, რომ გამოსწორდნენ, მოინანიონ, შეინანონ და დაბრუნდნენ უფლის წიაღში. ამ ყველაფერზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე", - განაცხადა მეუფე შიომ.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება.

"ინტერპრესნიუსი"