"შევეშვათ რევოლუციის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიებას" - კვირის პალიტრა

"შევეშვათ რევოლუციის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიებას"

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ რევოლუცია გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება, არც ტერმინი და არც მოვლენა.

"შევეშვათ რევოლუციის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიებას. 1990 წლის აგვისტოში ზვიად გამსახურდიამ უზარმაზარი საპროტესტო აქციებით ნორმალური საარჩევნო სისტემა გამოღლიტა კომუნისტებს და მოუგო არჩევნები. არავის ამ ან სხვა პროცესისთვის რევოლუცია არ დაურქმევია. ეროვნული მოძრაობის ყველა ფლანგის ლექსიკონში რევოლუცია მხოლოდ ნეგატიური რამ იყო და იმიტომ", - წერს დავით ბერძენიშვილი "ფეისბუქში".