საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 094 პირი ემსხვერპლა.

ამავე ინფორმაცით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 812 ტესტი, შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 599 პირი.

"ინტერპრესნიუსი"