"არც კი იცი­ან, რომ შვი­ლი აღარ ჰყავთ, ბებო და ბაბუ მყავს კო­ვი­დით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში" - რას წერს მაია კაჭკაჭიშვილი? - კვირის პალიტრა

"არც კი იცი­ან, რომ შვი­ლი აღარ ჰყავთ, ბებო და ბაბუ მყავს კო­ვი­დით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში" - რას წერს მაია კაჭკაჭიშვილი?

კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილს, რამდენიმე დღის წინ ბიძა გარდაეცვალა. სამწუხარო ამბის შესახებ მომღერალი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"რაც დრო გადის, მით უფრო ვიაზრებ მდგომარეობას. ვცარიელდები და სასოწარკვეთილება მეუფლება, მაგრამ ვაი რომ, არ მაქვს უფლება, მივეცე ამ გრძნობას და გავერიდო ყველაფერს აქაურს! ბებო და ბაბუ მყავს კოვიდით მძიმე მდგომარეობაში და არც კი იციან, რომ შვილი აღარ ჰყავთ. ამის მერე ხომ მჭირდება ოდნავი ძალა, რომ ამათ მაინც მივხედო თუ გადარჩნენ, ან როგორ უნდა გავაგებინო 90 წლის მოხუცებს? ან ის პატარა ძალა რომლის იმედიც მაქვს, სად ვიშოვო? იმის ნაცვლად, რომ გავძლიერდე ვსუსტდები. ვიცი, რომ ამის უფლება არ მაქვს!

რა რთულია, რომ დამარქვეს ძლიერი ადამიანი და უნდა გავამართლო ეს სტატუსი. არადა არც იციან, რა სუსტი ვარ...", - წერს მაია კაჭკაჭიშვილი. წყარო