"სიტუაცია ნამდვილად დასტაბილურდა, მაგრამ..." - რას აცხადებს პაატა იმნაძე? - კვირის პალიტრა

"სიტუაცია ნამდვილად დასტაბილურდა, მაგრამ..." - რას აცხადებს პაატა იმნაძე?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კვირის მონაცემით, სიტუაცია ნამდვილად სტაბილურია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იმნაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შემდეგში ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა მასშტაბით შემსუბუქდება შეზღუდვები და ბიზნესი და მოქალაქეები როგორ დაიცავენ წესებს.

"ინფიცირებულთა კლების შესახებ შაბათის მონაცემებით არ უნდა ვიმსჯელოთ. მართალია, გაკეთებული ტესტებიდან პროპორცია იმავე დარჩა, რაც წინა დღეებში, მაგრამ მიმართვიანობა შაბათ-კვირას ნაკლებია ხოლმე. ამიტომ მხოლოდ ამ ორი დღით არ უნდა ვიმსჯელოთ. კვირის მონაცემით კი, ნამდვილად დასტაბილურდა სიტუაცია და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება, მაგრამ ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული - შეზღუდვები რა მასშტაბით შემსუბუქდება და რაც მთავარია, როგორც ბიზნესი და ასევე ჩვენ მოქალაქეები, წესებს როგორ დავიცავთ. ამაზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული", - განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 208638 შემთხვევაა რეგისტრირებული. ვირუსის შედეგად ქვეყანაში სულ 2094 პაციენტი გარდაიცვალა. სულ გამოჯანმრთელებულია 180441 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 39 პაციენტი.

"ინტერპრესნიუსი"