"კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ინფიცირებული პირებიც უნდა აიცრან" - რას აცხადებს Operation Warp Speed-ის ხელმძღვანელი - კვირის პალიტრა

"კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ინფიცირებული პირებიც უნდა აიცრან" - რას აცხადებს Operation Warp Speed-ის ხელმძღვანელი

კოვიდ-19-ით ინფიცირებული ადამიანები მაინც უნდა აიცრან ვირუსის საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ CNN- ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაჩქარებული შემუშავების პროგრამის Operation Warp Speed-ის ხელმძღვანელმა მონსეფ სლაუიმ განუცხადა.

"ვიცით, რომ ინფექცია არ იწვევს ძალიან ძლიერ იმუნურ რეაქციას და ის დროთა განმავლობაში ქრება", - თქვა სლაუიმ.

სლაუის თქმით, ვაქცინის გაკეთება უსაფრთხოა იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინფიცირდა კოვიდ -19-ით.

"ეს მოხდა კლინიკურ კვლევებში", - აღნიშნა მან.

"ტესტირებაში მონაწილე ადამიანებს ჰქონდათ გამოცდილი ან აქტიურად ჰქონდათ ვირუსული ინფექცია იმ დროს, როდესაც მათ დაიწყეს ვაქცინაცია, ამიტომ ეს უსაფრთხოა",- აღნიშნა მან.

"ინტერპრესნიუსი"