კახი კალაძის მამიდა კორონავირუსით გარდაიცვალა
კახი კალაძის მამიდა კორონავირუსით გარდაიცვალა - "წავიდა ყველაზე კეთილშობილი ადამიანი"
დღეს დილით, თბილისის მერის, კახი კალაძის მამიდა, რუსუდან კალაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ambebi.ge-ს კალაძის ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
თავდაპირველად რუსუდან კალაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში კახი კალაძის სიძემ გაავრცელა.
"წავიდა ამ ქვეყნიდან, ყველაზე კეთილშობილი ადამიანი, "ცოლის მამიდა" დაუნდობელმა ვირუსმა კოვიდ-19-მა არ დაინდო და სიცოცხლე მოუსწრაფა ჩემს ყველაზე დიდ მხარდამჭერს "ცოლის ნათესავებში".
პ.ს. მამიდუკები "ესე ვეძახდი"... რასაც შეგპირდი, მოვკვდები და აუცილებლად გავაკეთებ. იძინე მშვიდად, ჩემო ერთგულო მამიდუკები. ვახ რა დანგრეული ვარ" - წერს პაატა აბულაძე.