ბა­თუ­მის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექიმს გია კი­კა­ბი­ძეს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და - კვირის პალიტრა

ბა­თუ­მის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექიმს გია კი­კა­ბი­ძეს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს გია კიკაბიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც"ინტრპრესნიუსს" გია კიკაბიძემ განუცხადა, თავს კარგად გრძნობს.

"პარასკევს მორიგი ტესტი ჩავაბარე, ღამით მითხრეს, რომ დადებითი პასუხი იყო, განმეორებით ჩავიტარე ტესტი და კვლავ დამიდასტურდა. იზოლაციაში ვარ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჯერჯერობით არაფერი მაწუხებს. არანაირი სიმპტომი არ მაქვს. ერთხელ 37. 4 ტემპერატურა მქონდა. უსიმპტომოდ მიმდინარეობს მდგომარეობა. ერთი კვირა კლინიკაში ვიქნები. ციკლი გასული ყოფილა, ფაქტია დაავადება მიმდინარეობდა", - განაცხადა კიკაბიძემ.

"ინტერპრესნიუსი"