"ვწუხ­ვარ, რომ სოცქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ამ ამო­რა­ლურ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას აყვნენ" - რას წერს კალაძე - კვირის პალიტრა

"ვწუხ­ვარ, რომ სოცქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ამ ამო­რა­ლურ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას აყვნენ" - რას წერს კალაძე

"რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ "ფეიკ" კამპანიას უსახლკარო ოჯახებზე", - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

კალაძე წუხილს გამოთქვამს, რომ მოსახლეობის ნაწილი, სოციალური ქსელების მომხმარებლები "ამორალურ მანიპულაციას" აყვნენ.

"ძალიან ვწუხვარ, რომ მოსახლეობის ნაწილი, მით უმეტეს სოცქსელების მომხმარებლები, ამ ამორალურ მანიპულაციას აყვნენ. ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ ზოგიერთებმა, რომ ბავშვების საშუალებით "გაამძაფროთ" ყალბი ინფორმაცია?!.

ამის იქით რაღა დარჩა? შემდეგი მანიპულაციისთვის რას და როგორ გამოიყენებთ - წარმოდგენაც კი მზარავს! ვიტყოდი სირცხვილია-ს, მაგრამ ბავშვების ფოტოების მოფრიალეებს, არა მგონია ეს გრძნობა აწუხებდეთ",- წერს კალაძე.