"ოპოზიცია ცდილობს, მოდელირებული გაყალბების ქრონიკა შექმნას და ამაში ვერ გავყვებით" - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია ცდილობს, მოდელირებული გაყალბების ქრონიკა შექმნას და ამაში ვერ გავყვებით"

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ოპოზიციას სურს მოდელირებული გაყალბების ქრონიკა შექმნას და ამაში მმართველი პარტია ვერ აჰყვება. ამის შესახებ დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პარტიების დაფინანსების წესის შეცვლის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. ბექა დავითულიანი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების პროცესი ოპიზიციას ჩიხში თვითონ შეჰყავს.

"ოპოზიცია ცდილობს ჩიხისკენ წაიყვანოს ეს პროცესი იმიტომ, რომ ცალსახად და მკაფიოდ აცხადებს, რომ მათთვის ყოველგვარი არგუმენტის, დასაბუთებისა და მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე ერთადერთი მისაღები გამოსავალია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ამაზე ჩვენ კატეგორიულად ვამბობთ, რომ ასე ვერ მოხდება. გადავთვალოთ ნებისმიერი უბანი, გადავთვალოთ 1 500 უბანი, იყო ასეთი შეთვაზება. თუ დადასტურდება, რომ თუნდაც 1%-იანი სარგებელი არაკეთილსინდისიერად, უპირატესობა მინიჭებული აქვს "ქართულ ოცნებას", მაშინ ყველაფერზე თანახმა ვართ. ისინი ამაზე არ მოდიან. მათ არ სურთ, რეალური სურათი დაანახონ საზოგადოებას, მათ სურთ მოდელირებული გაყალბების ქრონიკა შექმნან და ამაში ვერ გავყვებით. თვითონ შეჰყავთ პროცესები ჩიხში. ჩვენ გამოსავალს ვთავაზობთ, რომელშიც ჩვენი აზრით, უნდა ჩაერთონ", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

"ინტერპრესნიუსი"