"ხალხს უხაროდა, ახალი წელი მოდისო, ახლა ხალისი აღარაა, არსებობისთვის იბრძვიან" - რა ხდება აგრარულ ბაზრებში ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე - კვირის პალიტრა

"ხალხს უხაროდა, ახალი წელი მოდისო, ახლა ხალისი აღარაა, არსებობისთვის იბრძვიან" - რა ხდება აგრარულ ბაზრებში ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე

"აქამდე რატომ ვერ მოდიან, ვერ გავიგე. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ხალხი აღარ დადის, ტრანსპორტი არ არის. განწყობა შეიცვალა, ხალხს უხაროდა, ახალი წელი მოდისო, ახლა ხალისი აღარ არსებობს, არსებობისთვის იბრძვიან, ყოველდღიური ლუკმა-პური რომ წაიღონ სახლში" - რა ხდება აგრარულ ბაზრებში ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე

ახალ წლამდე ერთ კვირაზე ოდნავ მეტი დრო რჩება. როგორც წესი, ამ პერიოდში აგრარულ ბაზრებსა და სუპერმარკეტებში მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება. პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელი წელი ყველასთვის რთული აღმოჩნდა. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვამ რეალიზაციაზე უარყოფითად იმოქმედა და აგრარულ ბაზრებში, წინასაახალწლოდ, მომხმარებელთა რაოდენობა შემცირებულია.

www.palitravideo.ge

იხილეთ ვიდეო: