"პატრიოტთა ალიანსმა" პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა - კვირის პალიტრა

"პატრიოტთა ალიანსმა" პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა

"პატრიოტთა ალიანსმა" პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა.

როგორც ინაშვილმა განაცხადა, "პატრიოტთა ალიანსი" გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

"მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც თქვა, რომ არ შევა მე-10 მოწვევის პარლამენტში, ვინაიდან გაყალბდა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. სრულიად უსაგნოა "ქართული ოცნების" ლოგიკა, რომელიც გვეუბნება, რომ ოპოზიცია თითქოს ვერ ამტკიცებს ამ არჩევნების გაყალბებას. არაერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენ ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ამისი დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალა არსებობს და გადახედონ იმ გადასწორებულ, სამარცხვინო ოქმებს, რომელიც გამოფინა თავის დროზე ცესკო-მ. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური პარტია ამ ვითარებაში მუდმივად უსვამდა ხაზს იმას, რომ ჩვენ არ შევალთ პარლამენტში. ჩვენ ვამბობდით და დღესაც ვამბობთ, რომ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა. მივყვებით ჩვენს დამოუკიდებელ გზას და ჩვენი ყველა ნაბიჯი იქნება ზნეობრივი და სამართლიანი. ჩვენ არ ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნების უზურპაცია მომხდარიყო. ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნებისთვის მიგვეღწია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. დღეს ამ განცხადებას შევიტანთ პარლამენტში, მანდატებს ვტოვებთ. ძალიან სამწუხარია, რომ ამ ოცი დღის განმავლობაში ვიყავი ავად და მანამდე ვერ მოვახერხე ამ განცხადების შეტანა. ჩვენი პარტიის ყველა ლიდერი იყო ავად კორონავირუსით. ახლა კარგად ვარ, ოპტიმისტური განწყობა მაქვს და ჩვენ ამ განწყობით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს",- განაცხადა ინაშვილმა.

"მაქვს მოლოდინი, რომ შედგება მორიგი რაუნდი და ამ რაუნდზე მოხდება შეთანხმება", - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ხელისუფლებსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე საუბრისას განაცადა.

მისივე თქმით, ხელახალი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება.

"რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს მოლარაპაკებები, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, რომ ყველამ ერთად მივაღწიოთ ქვეყანაში კითხვის ნიშნების გარეშე, სამართლიან და დემოკრატიული ტიპის არჩევნების ჩატარებას. ყველას ვარწმუნებ, რომ ასეთი არჩევნები დაინიშნება ქვეყანაში, ახალი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება", - განაცხადა ინაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"