კორონავირუსის ახალი შტამი ბელგიაშიც დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

კორონავირუსის ახალი შტამი ბელგიაშიც დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი შტამი ბელგიაშიც დაფიქსირდა.

მედიის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოდან ბელგიაში ჩასული 1 600 ადამიანიდან კორონავირუსის ახალი შტამი 4-ს აღმოაჩნდა.

ბელგიის კრიზისის ცენტრის სპიკერის სტივენ ვან გუხტის თქმით, ვირუსის მუტაცია ნორმალურია და როგორც წესი, ახალი შტამებიდან ნაწილი მალევე ქრება.

"ამ დროისთვის ჩვენ ვერ დავადასტურებთ, რომ ახალი შტამი უფრო მძიმე გართულებებს იწვევს, თუმცა გვინდა აღვნიშნოთ, რომ ვაქცინა მის წინააღმდეგ ეფექტური საშუალება იქნება"- განაცხადა მან.

14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. გაერთიანებული სამეფოს გარდა, მისი შემთხვევები ავსტრალიასა და იტალიაშიც დაფიქსირდა. ორივე შემთხვევა გაერთიანებული სამეფოდან ჩასულ მგზავრებთანაა დაკავშირებული.

"ინტერპრესნიუსი"