"კორონა დავამარცხე...რომ მოვრჩი, ტანსაცმელს ბენზინი გადავასხი და ეზოში დავწვი" - რა უთხრა დამწვრობით მისულმა პაციენტმა გუგა ქაშიბაძეს
დამწრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე კორინავირუსთან დაკავშირებულ ისტორიაზე წერს:
"პაციანტი შემოვიდა დამწვრობის ცენტრში, მოწიფული მამაკაცი, სახის და მტევნების დამწვრობით. - რითი დაიწვით ?
- კორონა დავამარცხე.
- კი მაგრამ როგორ? - რომ მოვრჩი, ტანსაცმელს ბენზინი გადავასხი და ეზოში დავწვი. მიპასუხა გახარებულმა. p.s. დარწმუნებული ვარ დამწვრობასაც დაამარცხებს" - ხუმრობით დასძენს ექიმი.