"ვაქცინას შეძლებისდაგვარად მალე მივიღებთ, ყველაზე გვიან - ადრე გაზაფხულზე" - კვირის პალიტრა

"ვაქცინას შეძლებისდაგვარად მალე მივიღებთ, ყველაზე გვიან - ადრე გაზაფხულზე"

"ქართული ოცნების" დეპუტატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სავარაუდოდ, ადრე გაზაფხულზე მიიღებს.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით საუბარი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის დირექტორთან გუშინ ჰქონდათ.

"რაც შეიძლება ადრე მივიღებთ. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის ოფისის დირექტორი იმყოფება ამ დღეებში და ჩვენ გუშინაც გვქონდა ამაზე საუბარი. შეძლებისდაგვარად მალე მივიღებთ, ყველაზე გვიან - ადრე გაზაფხულზე,"- განაცხადა სერგეენკომ.

"ინტერპრესნიუსი"