"რუსმა ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი 2009 წელს დაარღვია, დღეს კი მას ქართულ კანონმდებლობასთან პრობლემა აღარ აქვს" - კვირის პალიტრა

"რუსმა ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი 2009 წელს დაარღვია, დღეს კი მას ქართულ კანონმდებლობასთან პრობლემა აღარ აქვს"

რუს ჟურნალისტს მაქსიმ შევჩენკოს დღეის მდგომარეობით ქართულ კანონმდებლობასთან პრობლემა არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განუცხადა.

დავითულიანის განმარტებით, მაქსიმ შევჩენკომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი 2009 წელს დაარღვია, ექვს წელიწადში კი, ამ კანონდარღვევას ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა.

"ამის შემდეგ შევჩენკო საქართველოში არაერთხელ იყო და რატომღაც დღეს ატყდა ამბავი. ეს ადამიანი საქართველოში ჩამოდის მას შემდეგ, რას მის დარღვევას ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა. ის საქართველოში ბიზნესჯგუფმა მოიწვია, შეავსო ბიზნესაპლიკაცია და გამარტივებული წედით შემოვიდა. ამიტომ ეს შეთქმულების თეორიები ცოტა სასაცილოა", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ მაქსიმ შევჩენკო, რომელიც ბოლო პერიოდში პუტინის რეჟიმის მიმართ ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი, ხოლო საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილია, თავდასხმის ობიექტი გახდა.

"დავაკვირდეთ ფაქტებს - დავიწყეთ დასავლელი ელჩების ბულინგით და ახლა პუტინისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის შემოსვლის გამო ვაქცევთ ქვეყანას", - დასძინა ბექა დავითულიანმა.

"ინტერპრესნიუსი"