აშშ-მა იმ 103 რუსული და ჩინური კომპანიის სია გამოაქვეყნა, რომლებსაც სამხედრო ძალებთან ურთიერთობის გამო, შეზღუდვები უწესდებათ - კვირის პალიტრა

აშშ-მა იმ 103 რუსული და ჩინური კომპანიის სია გამოაქვეყნა, რომლებსაც სამხედრო ძალებთან ურთიერთობის გამო, შეზღუდვები უწესდებათ

აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა იმ ჩინური და რუსული კომპანიების სია გამოაქვეყნა, რომელთაც, უწყების განმარტებით, სამხედრო ძალებთან ურთიერთობების გამო აშშ-ში გარკვეული საქონლისა და ტექნოლოგიების შესყიდვა ეკრძალებათ.

სიაში 103 კომპანია მოხვდა, აქედან 58 ჩინური, 45 კი რუსული კომპანიაა.

რუსული კომპანიებიდან სიაში მოხვდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაციების ცენტრი, საგარეო დაზვერვის სამსახური, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო საწარმო, ალექსანდროვის სამეცნიერო კვლევითი ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ირკუტის კვლევისა და წარმოების კორპორაცია და სხვა.

"ინტერპრესნიუსი"