როგორი ამინდი იქნება საქართველოში 23-24 დეკემბერს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 23-24 დეკემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 დეკემბერს საქართველოში ნალექია მოსალოდნელი.

"​23-24 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უმეტესად თოვლის სახით. მაღალმთიან რაიონებში ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავის ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს",-აღნიშნულია ინფორმაციაში.