"ასე ორივემ როგორ დამტოვეთ მარტო… შეხვედრამდე მარადისობაში" - ნინი შერმადინს დედა გარდაეცვალა
ამერიკაში მცხოვრები მომღერალი, ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში დედის გარდაცვალების შესახებ წერს:
"ნეტა კიდევ როდის შევხვდებით. ძალიან მომენატრებით… ასე ორივემ როგორ დამტოვეთ მარტო… ასე უთქმელად… ძალიან მიყვარხართ. შეხვედრამდე მარადისობაში" – წერს მომღერალი დედაზე, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა.
ნინის გაზაფხულზე, მძიმე სენთან ბრძოლის შემდეგ მამა გარდაეცვალა.